შპს "ოლივანდერ გრუპი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ გრუპი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში.
ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ შენ:
** გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია;
** ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
** შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი;
** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას;
მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა!
სამუშაოს აღწერა:
** მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
** პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** ფილმებისა და ანიმაციების შესახებ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება.
ანაზღაურება: ფიქსირებული 750 ლარი და პლუს ბონუსი
ვაკანტური ადგილები თბილისის ფილიალებში:
** კავეა სითი მოლი (ოლივანდერის მაღაზია)
** აქსის თაუერსი (მანგა მანია)
განაკვეთი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 10:00-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (10:00-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით)
სხვა ბენეფიტები:
** 30%-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში;
** ფიტპასი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@ollivandergroup.com და Subject-ის ველში მიუთითეთ თქვენთვის პრიორიტეტული ფილიალის დასახელება.