"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. 10:00 - 18:00;
ანაზღაურება: 1500 ლარი [ხელზე ასაღები]
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის ფიზიკური განვითარებისა შეფასება;
** სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებთან ფიზიკური თერაპიის ჩატარება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** არაპროგრამულ პაციენტებთან მუშაობა;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტთან ბინაზე სერვისის მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება ფიზიკური თერაპევტი - რეაბილიტოლოგის სპეციალობით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ** კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება .
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.