"ნიუ ლაიფ ჯორჯია", რომელიც წარმოადგენს ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მსოფლიო ქსელს - აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგისა და პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დასაქმებული სუროგატი დედებისა და კვერცხუჯრედის დონორების პროფილების წარმოება, საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა კომპანიის ინტრანეტში
** პროგრამაში ასახული მონაცემების დამუშავება, მონიტორინგი და ანალიზი
** რეპორტინგის ფორმების შემუშავება, დანერგვა და არსებული ფორმების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება
** არსებული ბიუჯეტის სათანადოდ განაწილება და ანგარიშგება
** მონაცემთა ვიზუალიზაცია და სიზუსტის უზრუნველყოფა
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესებისა და ვადების თანახმად
** კომპანიის პროგრამაში არსებული დოკუმენტების მოვლა-შენახვა და ვადების მუდმივი კონტროლი
** პროგრამით გათვალისწინებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება-კონტროლი
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტის წარდგენა მენეჯერთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია პროგრამა Intranet-ში მუშაობის გამოცდილება
** რელევანტური სამუშაო გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნება
** ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი
** დროის მენეჯმენტი
ბენეფიტები:
** კონკურენტული ანაზღაურება
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამხმარე და მოტივირებული პერსონალი დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@betaplusfertility.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.