"მპ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სავაჭრო ცენტრის მენეჯერი - თელავი.
მპ დეველოპმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფად მზარდ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. ის ამჟამად დაკავებულია საქართველოს რეგიონებში და თბილისში სავაჭრო მოლების განვითარებით. კომპანიას უკვე გააჩნია 13 ობიექტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აქტიურად მუშაობს ახალი კომერციული ობიექტების განვითარებაზე.
მპ დეველოპმენტის რიგით მე-14 ობიექტი შენდება ქალაქ თელავში. მისამართი: ალაზნის გამზირი #115
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და ზედამხედველობა;
** სავაჭრო ცენტრის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, არსებული პრობელემების გამოვლენა, გადაჭრის გზების დასახვა, კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
** მოიჯარეებთან ურთიერთობების მართვა, თანამშრომლობა და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
** სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოების, დასუფთავებისა და ტექნიკური მომსახურების მართვა;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება, შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** პერსონალისთვის პერიოდული ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** ახალი მოიჯარეების მოზიდვაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება და კმაყოფილების დონის ამაღლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მსგავს სფეროში.
სამუშაო გამოცდილება:
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები
** ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xwtWStu