"სოლიდარობის ფონდი PL" საქართველოში ეძებს სანდო მიმწოდებელს, რომელიც უზრუნველყოფს REDI პროექტის ფარგლებში საოფისე მასალების ოპერატიულ მიწოდებას მისი საქმიანობისა და პერსონალის მხარდასაჭერად. შერჩეული მიმწოდებელი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის დროულ და ეფექტურ მიწოდებას, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენი ოფისის საქმიანობის საჭიროებებს.
მოთხოვნილი სერვისი: მოთხოვნილი მომსახურება: სხვადასხვა საოფისე მასალების მიწოდება, დროული მიწოდების უზრუნველყოფა მითითებულ მისამართზე, თითოეული შეკვეთის შესრულების შემდეგ ანგარიშფაქტურის (დღგ-ს გარეშე) და მიწოდების ქვითრის მიწოდება, კონკურენტული ფასების და პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნება და მიწოდების მოქნილი ვარიანტების შეთავაზება ოფისის საჭიროებებზე დაყრდნობით.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ ფაილი.
განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად გამოგზავნის გზით, არაუგვიანეს 2025 წლის 25 აპრილისა, თბილისის დროით 23:59 საათამდე, შემდეგ მისამართზე: redi@solidarityfund.pl
კითხვები ტენდერთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე redi@solidarityfund.pl საბოლოო ვადის გასვლამდე.
* ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.