Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Panex
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

სს "პანექსი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.

ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.

კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია "პანექსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები).
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბ. წითელი ხიდის მე-17 კმ
** სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00, კვირაში 5 დღე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების ციკლის მართვა და კონტროლი;
** არსებულ მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასების და მოწოდების პირობების გაუმჯობესებების მიზნით. გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ნაშთების კონტროლი და შესყიდვების პროპორციული დაგეგმვა. მინიმალური და მაქსიმალური ნაშთების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
** შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი თანმხლები დოკუმენტაციის კონტროლი;
** პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან და მონიტორინგი;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** ახალი მომწოდებლების მოძიება, პროდუქტის პოტენციალის განსაზღვრა, ასორტიმენტის შერჩევა, მომწოდებელთან მოლაპარაკების წარმოება პირობებთან დაკავშირებით;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება შესყიდვების სფეროში;
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით, MS Excel-ის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/cPnwsNxb


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.