Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: უნივერსალური ბანკირების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"ტერაბანკის" დიდუბის ფილიალში უნივერსალური ბანკირების ჯგუფის უფროსს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

** გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული
** კრიტიკულ სიტუაციებში მარტივად იღებ გადაწყვეტილებას
** გაქვს მართვის უნარი

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** საბანკო/საფინანსო სექტორში საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. #60
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
** ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

შენი მოვალეობა იქნება:

** ფილიალის საცალო გაყიდვების გუნდის მართვა, პირადი და ჯგუფის გეგმის შესრულება
** ფიზიკური პირების მომსახურება საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით
** საკრედიტო და საოპერაციო პორტფელის ზრდა და კონტროლი
** სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა
** საკრედიტო პორტფელის დაფარვების მონიტორინგი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: Career@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | უნივერსალური ბანკირების ჯგუფის უფროსი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2025.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.