"სტიპფოლდი" მუშაობს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას. გვსურს ვიმუშაოთ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.
ვაკანსია: არქიტექტორი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** წინასაპროექტო კვლევის მომზადება
** არქიტექტურული კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა
** არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით სრული სრული BIM მოდელის დამუშავება Revit-ში
** ვიზუალიზაციის სპეციალისტთან ეფექტური კომუნიკაცია სასურველი ხარისხის ვიზუალიზაციის მიღების მიზნით
** არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა
** შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია მშენებლობის ნებართვის აღების მიზნით
** სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება
აუცილებელი მოთხოვნები:
** Revit-ის სრულყოფილად ცოდნა
** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსების სისტემა (2500 ₾ - 3500 ₾)
სამუშაო საათები: ორშ-პარ, 09:00 - 18:00
I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება;
II ეტაპი - დავალების შესრულება
შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.
თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე: jobs@stipfold.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Architect
https://www.stipfold.ge/