Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: B2B პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ B2B პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერს/B2B Partners Relations Manager.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 1 სთ. შესვენება)
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

აშენება და შენარჩუნება სტრატეგიული პარტნიორობის მართოს პარტნიორი შემოსავალი. ძირითადი პასუხისმგებლობები მოიცავს პარტნიორების იდენტიფიცირებას, მოლაპარაკებების გარიგებებს და ურთიერთობების მართვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. ბაზრის მუდმივი კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ინდუსტრიის ტენდენციების და კონკურენტების მუდმივი ანალიზი.
2. ახალ ბიზნესს ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.
3. სტრატეგიულ დაგეგმარებაში მონაწილეობა.
4. პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობა და მათი ყველა საჭიროებების დაკმაყოფილება.
5. კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერა კლიენტების პორტფელების მართვაში და კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნებაში.კლიენტების ბაზის მუდმივი მონიტორინგი და განახლება CRM პროგრამაში.
6. კლიენტებთან დაკავშირებული საკითხების/პრობლემების მოგვარება და მათ კითხვებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მათი შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება. პარტნიორების/კლიენტების მოწვევა სხვადასხვა ღონისძიებაზე.
7. საჭიროებისამებრ პრეზენტაციების/კომერციული შეთავაზებების მომზადება/წარდგენა.
8. ტენდერებისთვის თვალყურის დევნება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და მათში მონაწილეობის მიღება.
9. მიმდინარე პროექტების სამუშაო გეგმისა და გრაფიკის თვალყურის დევნება და სიახლეების CRM პროგრამაში რეგისტრაცია. განახლებების კოლეგებისთვის მიწოდება და პროექტის დახურვამდე შიდა ჯგუფებთან თანამშრომლობა (ტექნიკური დეპარტამენტი, ბუღალტერია). შეკვეთილი პროდუქციის გადაადგილება/ჩამოსვლის კონტროლი დადგენილ ვადებში.
10. მოთხოვნის შესაბამისად, სათაო ოფისის ბაზების განახლება გაყიდვებთან/კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით.
11. გაყიდვებთან/კომერციასთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლება.
12. გაყიდვებთან დაკავშირებული საბუთების გაგზავნა/მიღების კონტროლი;
13. B2B პარტნიორებთან ურთიერთობის საპროტოკოლო მხარდაჭერა (შეხვედრების ორგანიზება-მომზადება, ლოგისტიკის კოორდინაცია, დღის წესრიგების მომზადება და ა.შ.).
14. კორპორატიული და კომპანიის პროდუქციასთან დაკავშირებული ღონისძიებების, პრეზენტაციების, კონფერენციების და სემინარების ორგანიზებაში მონაწილეობა.
15. კომპანიის მენეჯმენტის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, დამატებითი ფუნქციების შესრულება.

რას ვითხოვთ:

** 3 წლიანი გამოცდილება B2B მომხმარებელთა მხარდაჭერის, ტექნიკური მხარდაჭერის როლში;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ძლიერი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** SLAs-თან, KPI-ებთან და დამხმარე მეტრიკებთან მუშაობის გამოცდილება;
** ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** MS Office, CRM, Agile Software.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fit pass ბარათს;
** სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) ხარჯების ანაზღაურებას;
** ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავება

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Qa0EXP3d


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.