Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ინდუსტრიული სამშენებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
"ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე.

ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.ec.ge

"ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ინდუსტრიული სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის პროცესების ზედამხედველობა (მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება);
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
** პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
** პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
** ინდუსტრიული პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა, კონტროლი და მართვა;
** სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია;
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
** საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მოცულობების გადამოწმება;
** საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მართვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება;
** ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყოველდღიური რეპორტის მომზადება;
** რეგულარული შეხვედრების დაორგანიზება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
** პროექტის შრომის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა;
** პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
** პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი - სრული;
** ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** საწვავი;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 15 მაისამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ კონსტრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.