Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ტენდერი საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: NALAG
თანდართული ფაილი: 27579_nalag_pdf_5661463.zip
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 24 აპრილი

კავშირი "საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია" პროექტის ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში ფარგლებში აცხადებს ტენდერს სასტუმრო საკონფერენციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.

მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ თანდართულ ფაილში

მომსახურების გაწევის ადგილი: აჭარა, გურია
ღონისძიების დაწყების თარიღი: 2 მაისი, 2025 წელი

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი);
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა
** შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
** შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს, რადგან პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით.

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს:

** რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია .
** რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
** რომელსაც გახსნილი აქვს ლარის მიმდინარე ანგარიში ქართულ საბანკო დაწესებულებაში
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ქართულ ენაზე.

სატენდერო წინადადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2025 წლის 24 აპრილი 15:00 საათი

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე tenders@nala.ge

"ათეა" დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.