Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე დამლაგებლის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი)

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა თანამშრომლობის შემთხვევაში (არ უნდა ჰქონდეს მძიმე ვირუსული ინფექცია გადატანილი ბოლო 1 (ერთი) წლის მანძილზე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, კვების ობიექტის მუდმივ რეჟიმში სუფთა მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** ქიმიური და სარეცხ-საწმენდი საშუალებების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა, შეკვეთა და მათი რაციონალურად ხარჯვა/გამოყენება;
** ქიმიური და სარეცხ-საწმენდი საშუალებების ინსტრუქციების (უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა, გამოყენების წესის დაცვა და კონტროლი) შესაბამისად გამოყენება;
** შესაბამისი ჟურნალების დროული და კორექტული წარმოება;
** HACCP სტანდარტის დაცვა;
** კვების ობიექტის ტერიტორიაზე სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** კვების ობიექტზე ინვენტარის წმენდა და დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
** კვების ობიექტის პერიოდულად გენერალური დალაგების წარმოება;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრული გუნდს;
** ტრანსპორტით მომსახურებას აუცილებლობის შემთხვევაში.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: დღეში - 56, 42 ლარი (დარიცხული)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

პატივისცემით, შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.