საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების უმაღლეს დონეზე ფლობა, (MS Excel, Word).
პირობები:
** ხელფასი კვალიფიკაციის შესაბამისად.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 საათი.
** მის: თბილისი, ა.წერეთლის გამზირი N 113დ.
პიროვნული თვისებები:
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
მოვალეობები:
** ბაზრისა და კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების გეგმის შედგენა და განხორციელება;
** პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი
პროდუქციის ნაშთების კონტროლი
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით აქციების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სხვადასხვა გუნდებთან თანამშრომლობა სარეკლამო კამპანიების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.
** კატეგორიის ძირითადი აქტივობების გეგმის განსაზღვრა და აღსრულება კვარტალურად;
** კატეგორიის ჭრილში ბიუჯეტირება
** კატეგორიის პლანოგრამების, დანერგვა მერჩენდაიზინგისთვის
** ასორტიმენტის მართვა და მისი ოპტიმიზაცია;
** კატეგორიის გაყიდვების და მომგებიანობის ზრდა;
** ბაზარზე ფასების მუდმივი ანალიზი, მონიტორინგი და სიახლეების გამოვლენა/დანერგვა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge.
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება " კატეგორიის მენეჯერი".
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."