კომპანია შპს, მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე ქ. ქუთაისში
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისში
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე, ჯამში 40 საათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 970 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** იმპორტირებული პროდუქციის მიღება-დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობიდან პროდუქციის გაცემასა და მანქანის დატვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** მძღოლთან ერთად მისამართებზე გასვლა და კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის (საოჯახო ტექნიკის) საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება;
** ფილიალების მომარაგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარე;
** ენერგიული;
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
რეზიუმე ფოტოსურათით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ hr@mateks.ge თქვენი ელ. ფოსტის წერილის სათაურში "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - VESTEL მტვირთავი ქუთაისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში
ასევე გაცნობებთ, რომ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.