Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ქსელის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ალკორითეილ გრუპ
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

შპს "ალკორითეილ გრუპ" ალკოჰოლის სპეციალიზებული საცალო სავაჭრო ქსელი ალკორიუმი და ვისკის სახლი, აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიისთვის საინტერესო ფართების მოძიება და შერჩევა (იჯარა/შესყიდვა) კომპანიის ინტერესების დაცვით "საუკეთესო ადგილი", "საუკეთესო ფასი";
** უძრავი ქონების სააგენტოს ვებ-გვერდზე;
** უძრავი ქონების სააგენტოებთან თანამშრომლობის გზით;
** სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობის გზით;
** ჰიპერმარკეტების / სუპერმარკეტებისა და სავაჭრო ცენტრების/მოლების ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის გზით;
** კომპანიაში შემოსული წინადადებების განხილვის გზით;
** სამიზნე მდებარეობების მუდმივი მონიტორინგის გზით;

ფილიალების ქსელის გაფართოების პოლიტიკის და სისტემას ანალიზი და ოპტიმიზაცია

** ქსელის განვითარების გეგმის საფუძველზე ახალი პოტენციური ადგილმდებარეობების შერჩევა და მენეჯმენტისთვის შეთავაზება;
** ყველანაირი საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება შერჩეულ ლოკაციებზე და ქირავნობის ხელშეკრულებისთვის ყველა სათანადო დოკუმენტის მომზადება;
** დაქირავებული ფართების მფლობელებთან მოლაპარაკება და საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმება;
** სახელმწიფო დაწესებულებებისგან ყველა საჭირო ნებართვის მოპოვება;
** პროექტის დანერგვის პროცესის მონიტორინგი ყველა ეტაპზე და ცვლილებების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
** ბაზრის კვლევა კონკურენტების თვალსაზრისით და მენეჯმენტისთვის პერიოდულად წარდგენა;
მოლაპარაკებების წარმოება ფართების მეპატრონეებთან:
** მაღაზიების ფართების მეპატრონეებთან ურთიერთობა და საიჯარო პირობების გაუმჯობესება;
** ახალი ფართების მეპატრონეებთან მოლაპარაკების წარმოება;

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება, სამშენებლო/საინჟინრო და/ან პროექტების მართვის განხრით
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია საცალო სავაჭრო კომპანიაში
** პირადი თვისებები: ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, კომუნიკაბელურობა. დეტალებზე ორიენტირებულობა
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
** მართვის მოწმობა

დაინტერესების და სათანადო კვალიფიკაციის ქონის შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელფოსტაზე: hr@arg.ge და სათაურად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ქსელის განვითარების მენეჯერი.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.