Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი, ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა
ანაზღაურება: 800 ლარი
გრაფიკი: მცოცავი (კვირაში 40 სამუშაო საათი)

დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:

** მომხმარებლებისთვის კომპანიის სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური მომსახურება;
** მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა, მომსახურების მიხედვით მათი დაკვალიანება, კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მარაგების შემოწმება შესაბამის პროგრამაში;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შეკვეთის სტატუსის შემოწმება და ინფორმაციის გაცემა;
** მომსახურებისას წარმოქმნილი პრობლემური შეტყობინებების ჩანიშვნა და პროგრამულად დაფიქსირება;
** გამოტოვებული შეტყობინებების მონიტორინგი და უკუკავშირი.

შენგან ჩვენ გვჭირდება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, გამოგვადგება

ჩვენ ამ პოზიციაზე გვჭირდება:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** აქტიურობა და სისწრაფე;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე კონცენტრირებულობა;

კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას.
ჩვენ კი გთავაზობთ ძალიან მეგობრულ, ადამიანურ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.