Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ტენდერი სასტუმრო საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: NALAG
თანდართული ფაილი: 27530_Tender_Purchase_Hotel_Conference_Services_6134618.zip
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

კავშირი "საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია" პროექტის "EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს სასტუმრო საკონფერენციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის (Interreg VI-B) NEXT Black Sea Basin Programme-ის დაფინანსებით.

მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ თანდართულ ფაილში.

მომსახურების გაწევის ადგილი: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი
დაწყების თარიღი: 16 აპრილი, 2025 წელი

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი);
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა
** შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
** შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს, რადგან პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით.

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს:

** რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია .
** რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
** რომელსაც გახსნილი აქვს ლარის მიმდინარე ანგარიში ქართულ საბანკო დაწესებულებაში

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ქართულ ენაზე.

სატენდერო წინადადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2025 წლის 28 აპრილი 18:00 საათი

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე tenders@nala.ge

"ათეა" დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.