Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Kazunion Tour Operator by Rustar
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

"Kazunion Tour Operator by Rustar" საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება გამყვანი ტუროპერაციის მიმართულებით.

"Kazunion Tour Operator by Rustar" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული საქმიანობის განვითარება;
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა;
** სტრატეგიული ხასიათის ტექსტებისა და სარეკლამო განცხადებების შექმნა კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
** მარკეტინგულ მასალებთან მუშაობა;
** შიდა პროდუქტებისთვის სპეციალიზებული ლენდინგების შემუშავება;
** მარკეტინგული ღონისძიებების კოორდინაცია და კონტროლი საქართველოში;
** მარკეტინგული შეთავაზებების შექმნა, მართვა და განხორციელება;
** მარკეტინგული კონტენტის და სტრატეგიის შექმნა შიდა პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით;
** E-mail მარკეტინგის მართვა: მიმოწერები, ჩატები, პუბლიკაციები;
** ვებგვერდისა და ბანერების ტექსტების შექმნა და რედაქტირება;
** ვებინარების ორგანიზება (Google ფორმების შექმნა, მოწვევების გაგზავნა ჩატებსა და ელფოსტით, ვებინარის ოთახის შექმნა და მართვა);
** მომხმარებელთა მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ინსტრუმენტების დანერგვა;
** ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** ახალი თანამშრომლების გადამზადება და მათზე ზედამხედველობა;
** ხარჯთაღრიცხვის ცხრილების შევსება და კონტრაქტორების შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება;
** გარე და შიდა კონტრაქტორებისთვის დავალებების განსაზღვრა, მოლაპარაკებების წარმოება და შესრულების მონიტორინგი;
** ტარგეტინგისა და SEO-ის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მსგავსი მიმართულების უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** სტრატეგიული და კრეატიული აზროვნება;
** ძლიერი კომუნიკაციური და ლიდერული უნარები;
** ციფრულ მარკეტინგში გამოცდილება (SEO, Google Ads, სოციალური მედია მარკეტინგი და სხვა);
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა).

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** დინამიკური და მეგობრული სამუშაო გარემო;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი და დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 15 მაისის ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@rustaronline.ge. ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე: www.rustartourism.com.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.