კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი)
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა თანამშრომლობის შემთხვევაში (არ უნდა ჰქონდეს მძიმე ვირუსული ინფექცია გადატანილი ბოლო 1 (ერთი) წლის მანძილზე);
ფუნქცია-მოვალეობები:
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, ჭურჭლის დარეცხვა სტანდარტების შესაბამისად;
** ჭურჭლის მუდმივად სუფთა მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა;
** სარეცხ-საწმენდი საშუალებების რაციონალურად გამოყენება/ხარჯვა;
** დარეცხილი ჭურჭლის თაროებზე განთავსება (ჰაერზე გაშრობის მიზნით);
** მუდმივი კონტროლი სამრეცხაოს სისუფთავეზე და ნარჩენების დროულად გატანის ორგანიზება;
** შესაბამისი ჟურნალების დროული და კორექტული წარმოება;
** HACCP სტანდარტის დაცვა;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრული გუნდს;
** ტრანსპორტით მომსახურებას აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: დღეში - 59, 28 ლარი (დარიცხული);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით, შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"