"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პროექტებისა და ბილატერალური მობილობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76;
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო ასოციაციების მოძიება, პოტენციურად რომელთა წევრიც შეიძლება რომ უნივერსიტეტი გახდეს, ბაზის შექმნა და ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** ერასმუს+ მიღმა, სხვა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მოძიება, ფონდებსა და უნივერსიტეტებთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარება და მობილობის ბილატერალური ხელშეკრულებების გაფორმება;
** ერასმუს+, "ჰორიზონტი ევროპა" და სხვა საერთაშორისო გრანტებზე პროექტების წარმდგენ კონსორციუმებში ჩართულობის უზრუნველყოფა, კერძოდ სამსახურის უფროსის ზედამხედველობით, პარტნიორ უნივერსიტეტებთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარება, მოთხოვნილი დოკუმენტაციის შევსება, პოტენციურად პროექტის განმახორციელებელ გუნდის შერჩევა, მათი პარტნიორებთან კომუნიკაციის ფასილიტაცია და სხვა რელევანტური საქმიანობა;
** ევროპის უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში ადმინისტრაციული ჩართულობა და პროექტების მენეჯერების ასისტირება;
** სპეციფიკურად მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ინტერნაციონალიზაციაზე ზრუნვა საერთაშორისო კლინიკური როტაციების, სასწავლო კვირეულებისა და რეზიდენტურის შესაძლებლობლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ისევე როგორც ფაკულტეტის პროგრამების ევროპის გარეთ საერთაშორისო აღიარების უზრუნველყოფა;
** განსაზღვრული პერიოდულობით უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მითითებით, ინტერნაციონალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 (ერთი) წელი;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge
გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 28 აპრილი.