სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს მზარეულის/მზარეულის დამხმარის პოზიციაზე ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და რეცეპტით კერძების მომზადება;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** მარაგების ეფექტურად გამოყენება;
** მენიუში არსებული კერძების მომზადება;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** საკვების დახარისხების უზრუნველყოფა და შენახვის კონტროლი;
** პროდუქციაზე არსებული ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი მითითებების კონტროლი.
უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა;
** კრეატიულობა;
** კომუნიკაბელურობა.
სამუშაო პირობები:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** გრაფიკი 5/2 - 8 საათი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება;
** ცვლებიდან გამომდინარე ტრანსპორტით მომსახურება;
** ანაზღაურება 1000 ლარიდან 1600 ლარამდე, გამოცდილების შესაბამისად
ჰილტონში ყველა პოზიცია უქმნის სტუმარს საუკეთესო გამოცდილებას
ჰილტონში, მნიშვნელოვანია, სად გაჩერდები, თუმცა ეს მხოლოდ ამბის ერთი ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ ასობით ადამიანი მუშაობს, იმისათვის, რათა სტუმრის დარჩენა ჰილტონში გახადოს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი; ჰილტონში მომუშავე ყველა პოზიციის უკან დგას განსაკუთრებული პიროვნება, გუნდის წევრი, რომელიც სტუმრის ყოველ დარჩენას დღესასწაულად აქცევს. სწორედ ამიტომაც არის ჰილტონში, ყველა პოზიცია მნიშვნელოვანი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Batumi.Career@hilton.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "შპს.ტურინვესტი-სასტუმრო ჰილტონ ბათუმი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.