m² უკვე 17 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
m² აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა/მონიტორინგი;
** საწყობში წარმოდგენილი მასალების კონტროლი და შეკვეთის სწორად წარმოება;
** მასალების გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან, პარტნიორებთან და სერვის პროვაიდერებთან ურთიერთობა კომპეტენციების ფარგლებში;
** შესყიდვების დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
** გასული და შემოსული მასალების მუდმივი დათვლა და აღრიცხვა;
** რეპორტების მომზადება და წარდგენა შესაბამისი ფორმატის მიხედვით;
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** საწყობის მმართველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ძლიერი მენეჯერული, ანალიტიკური და მათემატიკური უნარები;
** MS Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარებისა და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 15 მაისამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. ჩემი უფლებების განხორციელებისთვის შემიძლია მივმართო შპს "მ2 ჯგუფს" ელ.ფოსტაზე: info@m2.ge
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.