Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი
თანდართული ფაილი: 33301_agruni_vacancy_9060907.zip
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 26 ივნისი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2025 წლის 13 მაისიდან პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, მედიცინის, სამართლის, ბიზნესისა და მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლებში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამის განხორციელებისათვის შემდეგი მიმართულებებით.

დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2025 წლის 26 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით.

შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 18 ივლისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე http://www.gruni.edu.ge

შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის აკადემიურ კომიტეტში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი გამოქვეყნებიდან ხუთი დღის ფარგლებში.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსის მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე. შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად გადაგზავნა.

თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3 ; საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06/118; ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge; nana.kubaneishvili@gruni.edu.ge

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე http://www.gruni.edu.ge

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.