Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: შოკოტელა
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

ხელნაკეთი არტ შოკოლადების ბრენდი "შოკოტელა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და სწორად შერჩეული პროდუქციის შეთავაზება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ფასების კონტროლი;
** სალაროსთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
** სამუშაო გარემოს მოწესრიგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი (26 საათი)
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის 2/4 (სავაჭრო ცენტრი - გალერია თბილისი)
** დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიამოვნო, პოზიტიური მომხმარებლები.
** ანაზღაურება: 700 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე: info@chocotella.ge


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.