Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ფინანსური მონიტორინგის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 25 მაისი

ტერაბანკის გუნდში ფინანსური მონიტორინგის უფროს სპეციალისტს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, საბანკო ან სამართლის მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება AML/Compliance მიმართულებით
** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის კანონმდებლობის ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Excel, AML სისტემები)
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 3
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმით (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
** ანაზღაურება: ხელფასი განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად + წლიური ბონუსი საქმიანობის შეფასების საფუძველზე

შენი მოვალეობა იქნება:

** ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგის პროცესის ხელმძღვანელობა
** ზღვარს ზემოთ და საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიკაცია, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა
** AML სკრინინგისა და პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა
** AML სკრინინგისა და პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა
** თანამშრომლების კონსულტირება AML საკითხებზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე Career@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | ფინანსური მონიტორინგის უფროსი სპეციალისტი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 25 მაისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.