Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: ენ-ჯი-ეს გრუპი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

შპს "ენ-ჯი-ეს გრუპი" აიტი ინტეგრატორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.

კომპანიის ძირითადი სერვისებია: IT ინტეგრაცია, საკონსულტაციო მომსახურება და IT პროექტების/პროდუქტების მართვა.

IT ინტეგრატორი კომპანია "ენ-ჯი-ეს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის N7
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი: 11:00-19:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების სტრატეგიის განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
** პროექტების მართვა, მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
** მიმდინარე პროცესებზე კლიენტის ინფორმირება;
** კომპანიისა და დამკვეთის კოორდინირებული მუშაობის წარმართვა, მოლაპარაკებების წარმოება და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება;
** დაგეგმილი კამპანიების ფარგლებში შესაბამისი სამსახურის/გუნდის კოორდინირება;
** კლიენტთან კომუნიკაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების/უკმაყოფილების დროულად იდენტიფიცირება.
** ზარების განხორციელება და შეხვედრები
** ახალი კლიენტების მოზიდვა და მათთვის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა, სწორი და ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი. რეპორტების მომზადება;
** პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება. ბაზის წარმოება, მათთან აქტიური კონტაქტი;
** მუდმივი კავშირი კლიენტებთან, სიახლეების გაცნობა, მონიტორინგი, ახალი პროდუქტების შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასაუბრო უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook, chrome), ახალი საოფისე პროგრამების მარტივად ათვისება;
** როგორც დამოუკიდებელი ასევე გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** უპირატესობად ჩაითვლება, კომპიუტერული და IT ტექნოლოგების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;

ენ-ჯი-ეს გრუპში დაგხვდება:

** დინამიური, მეგობრული გარემო და საინტერესო პროექტები;
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
** კორპორატიული დაზღვევა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: info@ngsgroup.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Account Manager".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.