Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბარისტა-მოლარე
მომწოდებელი: Quarta Caffe
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

კაფე "Quarta Caffe" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-მოლარეს პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლევან ალექსიძის ქ. 6.

მოვალეობები:

** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** სალაროს ოპერაციების შესრულება;
** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის;
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე;

მოთხოვნები:

** ბარისტად მუშობის გამოცდილება; რძის ამოყვანა, ესპრესოს ბაზაზე სასმელების დამზადება;
** სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე;

სამუშაო გრაფიკი:

** კაფე მუშაობს ყოველ დღე 08:30-20:00.
** ბარისტა-მოლარეს სამუშაო გრაფიკი: დღეში 6 საათი (I ან II ცვლა), დასვენება - კვირაში 2 დღე გრაფიკის მიხედვით.

** ანაზღაურება: 800 ლარი.

დაინეტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზვანოთ შემდეგ მისამართზე: snikolaishvili@geovending.ge 2025 წლის 13 ივნისამდე გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიან "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარგდენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებულისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.