Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბიბლიოთეკარი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

შპს მწვანე სკოლა - დიდი დიღომი აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკარის ვაკანსიაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიბლიოთეკის სივრცის მოწყობა და ადმინისტრირება;
** ბიბლიოთეკის რესურსების აღრიცხვა და განახლება;
** ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების რეესტრის წარმოება;
** მოსწავლის ინდივიდუალური ინფორმაციული საჭიროებებიდან გამომდინარე, საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა;
** მოსწავლეთათვის კეთილგანწყობილი და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა;
** ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსების მოძიებისას კონსულტაცია მოსწავლისთვის და დახმარება;
** მოსწავლისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
** მოსწავლისთვის კონსულტაციის გაწევა სასწავლო რესურსების ელექტრონული ბაზების გამოყენებისას;
** ბიბლიოთეკის მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბიბლიოთეკო საქმის მცოდნეობა);
** ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, PowerPoint, Google platforms);

ქცევითი კომპეტენციები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოტივირებულობა
** ინფორმაციის დახარისხების უნარი
** ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი - სრული (კვირაში 40 საათი), ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00 საათი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@greenschool.org.ge და წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ "ბიბლიოთეკარი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.