Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მარაგების მართვისა და დაგეგმარების მენეჯერი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს მარაგების მართვისა და დაგეგმარების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების, მიწოდების ჯაჭვის, მარკეტინგისა და ფინანსური დეპარტამენტების კოორდინაცია დაგეგმვის პროცესის ხელშეწყობისთვის, მათ შორის კლიენტებთან შეთანხმების შეხვედრების ორგანიზება.
** საწყობში მარაგების ყოველდღიური მონიტორინგი და შეკვეთების განთავსება მომწოდებლებთან/ვენდორებთან.
** ინვენტარიზაციის ზუსტი ჩანაწერების შენარჩუნება და მარაგების შევსების პროცესის ზედამხედველობა.
** ზუსტი მონაცემების შეგროვებისა და კონტროლის უზრუნველყოფა, შესყიდვების შეკვეთების (PO) შექმნიდან დახურვამდე.
** ტრანსპორტირების ტარიფებისა და სერვისულ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკება, რათა მიღწეული იყოს ხარჯეფექტური ლოჯისტიკური გადაწყვეტილებები.
** მარაგების ყოველდღიური განახლება და პროგნოზირება.
** 16-კვირიანი გადაზიდვების გეგმის შემუშავება/შესრულება და დაშვებული გადახრის ფარგლებში დარჩენა.
** საბაჟო პროცედურების ზედამხედველობა - პროცესის სრულად მართვა თავიდან ბოლომდე, რისკების პროგნოზირება და თავიდან არიდების ღონისძიებების მიღება.
** კომუნიკაცია ბროკერებთან, კონტრაქტორებთან და გადაზიდვის პროცესის მონიტორინგი სრულ ციკლის მანძილზე.
** გადაზიდვების თვალყურის დევნება და მონიტორინგი, პრობლემების და დაგვიანებების პრევენცია.
** მარაგების განაწილების დაგეგმვა საწყობს შორის და გადაზიდვების მართვა/შესრულება.
** მომწოდებლებისა მომსახურების დონის (SLA) შეფასება.
** პროცესების გაუმჯობესებისა და ხარჯების შემცირების შესაძლებლობების იდენტიფიცირება ლოჯისტიკაში.
** ტრანსპორტირების რეგულაციების, უსაფრთხოების პროტოკოლებისა და კომპანიის პოლიტიკის დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

საერთაშორისო გადაზიდვების იმპორტის გამოცდილება მინ 1 წელი
** მარაგების მართვის გამოცდილება 2 წელი.
** (MS EXCEL) უმაღლეს დონეზე ცოდნა
** S&OP-ის სახელმძღვანელო პრინციპების ცოდნა
** ERP სისტემების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (C1)
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია)

სასურველია საბაზისო ცოდნა:

** SQL,
** Power BI
** Power Query

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ტესტი, ექსელსა და მარაგების მართვაში
** გასაუბრება ფუნქციურ ხელმძღვანელთან.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.