Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მიმღებისა და რეზერვაციების ზედამხედველი, სასტუმროს მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ორდენი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

ავლაბარში მდებარე 30-ნომრიანი სასტუმრო "ორდენი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს მიმღებისა და რეზერვაციების ზედამხედველი, სასტუმროს მენეჯერი

1) მიმღების და რეზერვაციების ზედამხედველი

გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ხელფასი: 1800₾

მოვალეობები:

** მიმღები დეპარტამენტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრატორების გუნდის დატრენინგება და მათი ყოველდღიური მუშაობის ზედამხედველობა;
** OTA ვებსაიტების მართვა (booking.com, Expedia, Airbnb და სხვ.);
** ტურისტულ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** სტუმრებთან ურთიერთობა, პრობლემებზე დროული რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** აუცილებელია ქართული, ინგლისური და რუსული ენის გამართულად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;

2) სასტუმროს მენეჯერი

გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ხელფასი: 2500₾

მოვალეობები:

** სასტუმროს ყველა დეპარტამენტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სასტუმროსთვის საჭირო მარაგების კონტროლი, შესყიდვების წარმოება;
** სასტუმროს სტანდარტების მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ადამიანური რესურსების ეფექტურად განაწილება, შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლების შერჩევა და დატრენინგება;
** მოგება-ზარალის ანგარიშის (P&L) მომზადება, ხარჯების დაზოგვისა და მოგების გაზრდის მიზნით რელევანტური აქტივობების განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** აუცილებელია ქართული, ინგლისური და რუსული ენის გამართულად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office (Word, Excel, Outlook) ცოდნა;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლიდერის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე მეილზე ordenhotel@gmail.com (გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 884484


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.