Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: ციფრული მმართველობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 21 მაისი

სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერის სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერის თანამდებობაზე.

ორგანიზაციის შესახებ:

სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტოს" მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.

ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:

** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

სამსახურის ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: 2195 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინციდენტების მართვის სისტემის პორტალის, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით და კანცელარიით შემოსული წერილით ინციდენტების შესახებ ინფორმაციის მიღება, შეთანხმებულ ვადაში დიაგნოსტირება, მოგვარება ან მოგვარების მიზნით შემდეგ ეტაპზე გადაცემა;
** თანამშრომელთა კუთვნილ კომპიუტერებზე ოპერაციული სისტემების გამართვა;
** თანამშრომელთა კუთვნილი კომპიუტერების ძირითადი და სპეციალური პროგრამებით აღჭურვა;
** ოფისებში შიდა საკომუნიკაციო ქსელის გამართვა და ფიზიკურ დონეზე მომსახურება;
** პერიფერიული მოწყობილობების გამართულ მუშაობა;
** VOIP ტელეფონის მომსახურება ფიზიკურ და პროგრამულ დონეზე;
** ტექნიკური დახმარების ეფექტურად და ხარისხიანად მიწოდება;
** სამსახურის/დეპარტამენტის უფროსს, მოთხოვნის შესაბამისად, ანგარიშის წარდგენა მის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემის MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
** Active Directory-ის ზოგადი ცოდნა;
** კომპიუტერული ნაწილების (Hardware) საფუძვლიანი ცოდნა;
** ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების (მაგ: Commander-ების, Backup and Restore პროგრამების და ა.შ) გამოყენების საფუძვლიანი ცოდნა;
** პერიფერიული მოწყობილობების (მათ შორის უსადენოს) გამოყენება;
** ოპერაციული სისტემის Mac OS ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობის ქონა;

უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტირება;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.
** განაცხადის გაკეთება

დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 21 მაისის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@dga.gov.ge.

მეილის subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.