ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში უფროსი უფროსი HR ანალიტიკოსის პოზიცია გვაქვს ვაკანტური:
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** ადამიანური კაპიტალის მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სისტემური ანალიზი;
** თანამშრომელთა გადინების კოეფიციენტის გამოთვლა და შედეგების ანალიზი;
** პროგრამა SAP HR მოდულიდან მონაცემების ამოღება, რეპორტების დამუშავება და სისტემური ვიზუალიზაცია;
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა — ანაზღაურების, ბენეფიტებისა და შრომითი ხარჯების ანალიზი;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ანალიტიკური მოდელების შექმნა და საჭიროების შემთხვევაში დახვეწა;
** მენეჯმენტისთვის რეგულარული და მოთხოვნის მიხედვით სპეციალიზებული რეპორტების მომზადება.
** პრეზენტაციების მომზადება და რეპორტების ვიზუალიზაცია;
** ძირითადი HR მეტრიკების რეგულარული ანგარიშგება, მათ შორის:
** (Headcount, New Hires, Terminations, Turnover Rate, Retention Rate, Vacancy Rate, Time to Fill, Cost per Hire, Average Tenure, Gender Ratio, Age Distribution);
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება (სტატისტიკა, ეკონომიკა, მენეჯმენტი, ფინანსები ან მონაცემთა ანალიტიკა);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება HR ანალიტიკაში ან მონაცემთა ანალიზში;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** SAP ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ძლიერი ანალიტიკური და რაოდენობრივ მონაცემებთან მუშაობის უნარები;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1731