კომპანია GFlex უკვე 4 წელია ბაზარზეა და ახორციელებს ამანათების ავიაგადაზიდვას საქართველოდან ამერიკის მიმართულებით და პირიქით.
მდებარეობა: ქუთაისი/თბილისი/ზუგდიდი
პოზიცია: კურიერი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი და მზარდი
სტაჟირების ვადა: 14 დღე
თუ ხარ მოტივირებული, პასუხისმგებლობიანი და სისწრაფეზე ორიენტირებული, მაშინ ჩვენ გეძებთ.
ძირითადი მოვალეობები:
** ამანათის დროული მიწოდება კლიენტებთან
** მიწოდების პროცესის უზრუნველყოფა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთვის პოზიტიური მომსახურების გამოცდილების შექმნა
** გასაგზავნი ამანათების ტრანსპორტირება მისამართიდან (კვირაში 1 დღე)
** ამანათების ტრანსპორტირება რეგიონებს შორის (ქუთაისი/ თბილისი/ზუგდიდი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა კატეგორია B
** კომუნიკაბელურობა და სისწრაფე
** პასუხისმგებლობის გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ შემოსავალს და მზარდ სისტემას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Hr@gflex.ge.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!