Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: წარმოების ინჟინერ-მექანიკოსი
მომწოდებელი: GM Pharmaceuticals
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

GM Pharmaceuticals წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.

"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ინჟინერ-მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N52
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, ცვლიანი სამუშაო განრიგი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:

** ფარმაცევტულ საწარმოში არსებული მანქანა/დანადგარების ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ექსპლუატაციის წესების და უსაფრთხოების წესების შესაბამის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** საწარმოში არსებული მანქანა/დანადგარების გეგმიური/ პროფილაქტიკური ტექ.მომსახურების უზრუნველყოფა მათ თანმხლებ დოკუმენტაციაში მოცემული მითითებების შესაბამისად;
** საწარმოში არსებულ ყველა მანქანა/დანადგარზე ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესის შესაბამისად;
** საწარმოში არსებულ ყველა მანქანა/დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მიზეზის დროული ანალიზი და უმოკლეს ხანში მანქანა/დანადგარის ფუნქციონირების აღდგენა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური/მექნიკა-ინჟინერიის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ან გერმანულ ენას);
** ტექნოლოგიური დანადგარების/ სისტემების ექსპლუატაციის, მომსახურების, კვალიფიკაციის დარგში მუშაობის გამოცდილება;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 12 ივნისისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.