Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: კოფისტა
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

თუ გსურთ გაეცნოთ ყავის მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიას, გიყვართ ყავა და ხალხთან ურთიერთობა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია 7 "coffee shop"-ით.

ჩვენი მიზანია, თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტული გარემო და ვიზრუნოთ მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ონლაინ პლატფორმებს:

https://www.instagram.com/coffeesta__/
https://www.facebook.com/coffeestaGeo
https://www.coffeesta.com/

გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი.
სამუშაო საათები: 10:00-19:00, 14:00-23:00. (მცოცავი)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (მთაწმინდა-საბაგიროსთან ახლოს, გალერეა, თბილისი მოლი, ვაჟა-ფშაველა)
ანაზღაურება: 850 ლარი + ბონუსი (განიხილება დამწყებიც)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება;
** სალაროს საქმიანობის წარმართვა;
** ბარში მუშაობა - ცივი და ცხელი სასმელების სხვადასხვა სახეობის მაღალ დონეზე მომზადება;
** სენდვიჩების აწყობა;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** აქტიური;
** პოზიტიური.
** ყურადღებიანი
** პუნქტუალური

ჩვენ გთავაზობთ:

** ორი სახის ბონუსს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კვებაზე 40% იანი ფასდაკლებას;
** კარიერულ განვითარებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კოფისტა მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.