Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ლითონის ნაკეთობათა კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ავეჯიომეტალი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

"ავეჯიომეტალი"- წამყვანი ლითონის ნაკეთობათა საწარმო, რომელიც მრავალი წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე, ამ ეტაპზე ეძებს გუნდის ახალ წევრს ლითონის ნაკეთობათა კონსტრუქტორის პოზიციაზე.

"ავეჯიომეტალ"- ში ლითონის სხვადასხვა სირთულისა თუ დიზაინის კონსტრუქციების წარმოება მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ხოლო ხარისხის კონტროლი ხორციელდება წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე.

პოზიცია: ლითონის ნაკეთობათა კონსტრუქტორი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვიქტორ ნოზაძინ ქუჩა #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00-18:00 დასვენების დღე - კვირა
ანაზღაურება 2500 ლარი დარიცხული

** საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის (ნახაზები, სპეციფიკაციები, 3D მოდელები) შემუშავება ტექნიკური დავალებისა და სტანდარტების შესაბამისად .
** ტექნიკური გამოთვლების ჩატარება და პროექტების ანალიზი სიმტკიცის,
საიმედოობისა და ეკონომიურობის თვალსაზრისით.
** მონაწილეობა ახალი კონსტრუქციების შემუშავებაში და არსებული კონსტრუქციების გაუმჯობესებაში.
** კოორდინირებული მუშაობა კომპანიის სხვა განყოფილებებთან (წარმოება, ტექნოლოგიური განყოფილება, შესყიდვების განყოფილება) პროექტირებისა და წარმოების ყველა ეტაპზე.
** შემუშავებული კონსტრუქციების დამზადებისა და ტესტირების პროცესებზე საავტორო ზედამხედველობის გაწევა.
** წარმოებისა და ექსპლუატაციის პროცესში წარმოშობილი პრობლემების ანალიზი და აღმოფხვრა. ტექნიკური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება. მარეგულირებელი დოკუმენტაციის მოთხოვნებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება.
** ინჟინერ -კონსტრუქტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** CAD პროგრამების (მაგალითად, AutoCAD, SolidWorks, Kompas-3D) სრულფასოვანი ცოდნა.
** საპროექტო დოკუმენტაციის ერთიანი სისტემის და სხვა მარეგულირებელი ტექნიკური დოკუმენტაციის ცოდნა.
** ტექნიკური გამოთვლების შესრულების გამოცდილება.
** ტექნიკურ ლიტერატურასა და სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება.
** ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება და ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება კონკრეტულ ინდუსტრიაში ჩაითვლება დიდ უპირატესობად.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (ანაზღაურება დადგინდება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად).
** ოფიციალურ დასაქმებას შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს.
** მონაწილეობას საინტერესო და ინოვაციურ პროექტებში.
** ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული და პროფესიონალებისაგან შემდგარი გუნდი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: info@avejiometal.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 11 მაისი, 2025.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.