Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: ლუდი და კრაფტი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

კრაფტ ლუდის მაღაზია "ლუდი და კრაფტი" სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე. პოზიცია შეთავსებადია სტუდენტებისთვისაც.

მდებარეობა: თბილისი, ბახტრიონის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: 17 სთ-დან ღამის 1 საათამდე (2 დასვენების დღე კვირაში, საღამოს ტრანსპორტირებას ანაზღაურებს კომპანია)
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ლუდის ჩამოსხმა და რეალიზაცია
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რეალიზაცია
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა
** რეალიზაციის სამუშაო პროგრამაში აღრიცხვა/გატარება
** მომხმარებლებთან ანგარიშსწორება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: beerncraft@gmail.com


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.