Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სპეციალისტი ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ჯგუფში
მომწოდებელი: სანიტარი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ჯგუფში. სპეციალისტი მონაწილეობას მიიღებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში, ზღვისა და სახმელეთო გარემოში დაბინძურების პრევენციასა და ლიკვიდაციაში.

განთავსების ლოკაციები:

** გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ჯანდარა
** ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ბორჯომი
** წალკის მუნიციპალიტეტი, წალკა
** მობილური ჯგუფი, საქართველოს მასშტაბით

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ოპერაციებში მონაწილეობა.
** სპეციალური აღჭურვილობის გამოყენება და მისი მოვლა.
** უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესში.
** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.
** საველე პირობებში მუშაობა (ზღვა, ნაპირი, სხვადასხვა ლოკაცია).
** საჭირო დოკუმენტაციის შედგენა ინციდენტის შემდეგ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გარემოსდაცვითი, ტექნიკური ან შესაბამისი დარგის დიპლომი/სერტიფიკატი (სასურველია).
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** ფიზიკური გამძლეობა და მზადყოფნა მუშაობისთვის რთულ გარემო პირობებში.
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
** საოპერაციო ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** ტრანსპორტირება.
** ეკიპირების სრული უზრუნველყოფა.
** დინამიური და სტაბილური სამუშაო გარემო.
** ტრენინგები და აღჭურვილობა.

გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ სასურველი სამუშაო ლოკაცია ჩამოთვლილ ვარიანტებიდან.

თქვენი CV გამოაგზავნეთ მითითებულ ელფოსტაზე: sanitary@sanitary.ge


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.