Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ღამის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Elea Old Tbilisi Hotel
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

ბუტიკ ტიპის სასტუმროს "Elea Old Tbilisi Hotel" (14 ნომერი, მდებარეობა ჩუღურეთი), რომლის კონტინგენტს წარმოადგენენ უცხოელი სტუმრები, ესაჭიროება ღამის ადმინისტრატორი.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისურის თავისუფალი ცოდნა, რუსულის ენის ფლობა სასურველია.
** სასტუმროს სფეროში გამოცდილება პრიორიტეტულია, თუმცა არ არის სავალდებულო.

ძირითადი მოვალეობა:

** სტუმრების მიღება-განთავსების უზრუნველყოფა;
** შეტყობინებების დროული გადაცემა;
** შემომავალი ზარების და მეილების მონიტორინგი;
** ტარიფების სწორად მიწოდების მონიტორინგი;
** სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

პირობები:

** სამუშაო საათები: 19:00-დან 10:00 საათამდე, ორ დღეში ერთხელ.
** კვებას უზრუნველყოფს სასტუმრო. ღამის საათებში შესაძლებელია ძილი.

მსურველებმა გადმოაგზავნონ CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: info@eleahotel.ge


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.