"Smart Apart" — უძრავი ქონების სააგენტო თბილისში, ეძებს გამოცდილ გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელს, რომელსაც ესმის ბაზრის სპეციფიკა, შეუძლია პროცესების გამართვა და შედეგზე მუშაობა.
ვალდებულებები:
** გაყიდვების გუნდის ფორმირება და მართვა
** სამუშაო რეგლამენტების შესრულების კონტროლი
** გაყიდვების მენეჯერების სწავლება და განვითარება
** გაყიდვების მორიგეობის გამართვა და CRM-ის ოპტიმიზაცია
** გეგმებისა და KPI-ს შესრულება
** კლიენტებთან (მათ შორის ინვესტორებთან) ურთიერთობა
** კონკურენტების ბაზრის ანალიზი
** მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა
მოთხოვნები:
** უძრავ ქონებაში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 5 წელი (სავალდებულოა თბილისში მუშაობის გამოცდილება)
** გუნდის მართვის გამოცდილება — მინიმუმ 1 წელი
** უძრავი ქონების გაყიდვების პროცესებისა და ლოგიკის ცოდნა
** CRM-სისტემებთან თავდაჯერებული მუშაობა
** ციფრულ ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი (Google Sheets, მესენჯერები და სხვ.)
** ქართული და რუსული ენების ცოდნა — სავალდებულო, ინგლისური — სასურველი
** სწრაფად ცვალებად გარემოში და შედეგზე მუშაობის უნარი
პირობები:
** ამბიციურ გუნდში მუშაობა უნიკალურ პროდუქტთან ერთად თბილისის ბაზარზე
** კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + პროცენტი გაყიდვებიდან
** ოფისი თბილისის ცენტრში
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: jobs.smartapart@gmail.com