Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 13 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი", ეძებს პარტნიორი კომპანიისთვის, სუპერმარკეტების ქსელის ფინანსურ დირექტორს.

ვაკანსიაზე შესასრულებელი სამუშაოების აღწერილობა

ძირითადი ფუნქციების ჩამონათვალი:

** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და მართვა.
** კომპანიის ფინანსების მიმდინარე ხარჯების მართვა;
** ბიუჯეტირების პროცესის სრული მართვა: წლიური და პროექტების მიხედვით ბიუჯეტების შედგენა, მონიტორინგი, ანალიზი;
** მენეჯმენტისათვის ფინანსური და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** წლიური აუდიტის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა;
** ფულადი ნაკადების (Cash Flow) დაგეგმვა, კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** კომპანიის ფინანსური რისკების იდენტიფიკაცია და მართვა;
** ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო და შესაბამისობის (compliance) პროცესების ზედამხედველობა;
** ფინანსური გუნდის მართვა, განვითარება და პროცესების ეფექტიანობის ზრდა;
** საბანკო ინსტიტუტებთან და ინვესტორებთან ურთიერთობის მართვა.
** შიდა ფინანსური პოლიტიკების, პროცედურების და სტანდარტების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში;
** ფინანსების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე მეილზე: hr@onepoint.ge, subject-ში მიუთითე "ფინანსური დირექტორი".


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.