რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადა"-ს მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება და მომზადება ოპტიმალურ დროში დადგენილი სტანდარტებისა და რეცეპტურის შესაბამისად;
** გეგმიური ინვენტარიზაციის წარმოება და აღწერის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
** ბარისთვის საჭირო პროდუქციის შეკვეთა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** სამუშაო ადგილის მოწესრიგება, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!