შპს "რედ განეშ"-ი არის ქათმის ხორცპროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია, რომელიც საკმაოდ მასშტაბური მწარმოებელია და მრავალი წელია უკვე ქართულ ბაზარზეა.
შპს "რედ განეშ"-ი აცხადებს ვაკანსიას სენდვიჩების, ვრაპების და პიცების საამქროს პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაჰესი, ავჭალის ქუჩა N43;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-საათამდე;
ანაზღაურება: 1500 ლარი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სენდვიჩების, ვრაპების და პიცების მომზადების პროცესის მართვა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისა და ცვლის მართვა;
** პროდუქტებისთვის საჭირო ინგრედიენტების სამაცივრე მეურნეობიდან გამოტანა/მომზადება და დახარისხება;
** შეკვეთის ფურცლის მიხედვით შემოსული ნედლეულის მითვლა/მიწონვა;
** სენდვიჩების/ვრაპების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება დროულად და ზედმიწევნით, რეცეპტების შესაბამისად, კონტროლი და მართვა;
** პროდუქციის სახეობების მიხედვით დასტიკერების და განაწილების უზრუნველყოფა;
** პროდუქტის ხარისხის და სანიტარულ/ჰიგიენური ნორმების დაცვა; (HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად);
** ჩართულობა პროდუქციის მომარაგების და დასაწყობების პროცესში დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** მონაწილეობა დაქვემდებარებული თანამშრომლების ტრენინგის პროცესში;
** დასაწყობების პროცესში ტემპერატურული რეჟიმი, შენახვის პირობებისა და ვადების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია კულინარიის მიმართულებით სერტიფიკატი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა მსგავსი პროდუქციის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში;
** კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით;
** შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში 2024 წლის 4 მაისის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი CV კომპანიის ელფოსტაზე office@mzamzareuli.com - სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!