jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, ჯეო-ნატურა, რაუხი) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კომპიუტერული ქსელის მართვა და მისი სისტემური განახლება
** ელექტრონული დოკუმენტების სარეზერვო ასლების დაცვა
** სამუშაო პროცესის დროს კომპიუტერული ტექნიკის მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფა
** კომპიუტერული ტექნიკის სამუშაო პროცესებთან და ინფორმაციის დაცულობასთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფა
** თანამშრომლების უზრუნველყოფა ინდივიდუალურად გამოსაყენებელი უახლესი პროგრამებით
** კომპანიის ოფისებს შორის უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა
** CCTV - სამეთვალყურეო სისტემების დანერგვა და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** VOIP asterisk, IP phone, ციფრული ატეესისა და ტელეფონების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** სავაჭრო თანამშრომლების კომპიუტერული მოწყობილობებით (pockets) უზრუნველყოფა და მათი გამართულად მუშაობის მონიტორინგი
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
** შეკეთებული ტექნიკის ხარისხის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება
** OS ოპერაციული სისტემების: Windows XP, Windows 7, Windows 8.1 Vista, Windows Server ცოდნა
** ქსელის ზოგადი პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Office, MS Active directory, DHCP Server, VOIP-პროგრამების ცოდნა
** კომპიუტერული ტექნიკის აგებულების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** ტექნიკური სახის პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი
** სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22 მაისი, 2024 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |