jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი: სტიუარდინგის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სისუფთავის ნორმების კონტროლი სტანდარტების მიხედვით
** შხამ-ქიმიკატის გამოყენების ცოდნა და გაზავება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** სამზარეულოს, ოფისის, სამრეცხაოს, კამერა მაცივრის, კამერა საყინულეს, სასმელების, ინვენტარისა და მშრალი საწყობის დალაგება/დასუფთავება დადგენილი ჩეკ-ლისტისა და სტანდარტების შესაბამისად [იატაკი, კედელი, ჭერი, თაროები, ნათურები, კარები, ფანჯრები]
** სერვისის ინვენტარის გარეცხვა, გამშრალება და დახარისხება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად [ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგლები, კოვზები და ა.შ]
** გატეხილი ინვენტარის აღწერა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად და უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება
** ნაგვის ურნების წმენდა, რეცხვა, ნაგვის გატანა
** დეზობარიერების ყოველდღიური დასუფთავება და დეზინფექცია
** გამწოვის, ჰაერის შემომტანის, კონდიციონერის, პერიოდული წმენდა [ფილტრი, ზედაპირი, გვერდები, ღარები]
** იატაკზე ნედლეულის ნარჩენის, ტალახის/ჭუჭყის ან ჭურჭლის ნამსხვრების ქონის შემთხვევაში სისუფთავის უზრუნველყოფა
** ჰიგიენური საშუალებებისა და შხამ-ქიმიკატების მარაგის ამოწურვის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება
** სხვადასხვა საკითხების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, გუნდურად მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მრეცხავი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გაეცნოთ თქვენს შესახებ ჩვენს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოთ მათი განახლება, ცვლილება ან განადგურება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |