jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: BC კატეგორიის მძღოლი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას BC კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე, თბილისში, ლილოს ფილიალში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 12 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass ბარათს;
** უფასო კვებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება სამარშრუტო ფურცლის და შეკვეთის შესაბამისად;
** მიწოდების პროცესში პროდუქციის და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა;
** პროდუქციის და აღჭურვილობის გადაზიდვა ზედნადების შესაბამისად;
** კლიენტებისათვის პროდუქციის ზედნადებების გადაცემა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: BC კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;

დაინტერესების შემთხვევაში:

გამოგვიგზავნეთ CV აღნიშნულ მეილზე: recruit@gorgia.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/tyPTX

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |