jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული აქტივობის შემუშავებასა და დაგეგმვაში
** ადგილობრივი მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა და აღსრულება
** კომპანიის ბრენდების ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და აღსრულება
** სხვადასხვა ბრენდისთვის საჭირო საიმიჯო და საინფორმაციო ვიდეო რგოლების მომზადება
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, სხვადასხვა ბრენდის ფარგლებში პრომო მასალების მომზადება, შესყიდვა და გავრცელება.
** პარტნიორ კომპანიებთან მარკეტინგული სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავება და განხორციელება
** პროექტების ფარგლებში კონტრაქტების მენეჯმენტი დადგენილი წესების შესაბამისად
** სხვადასხვა დეპარტამენტისათვის საინფორმაციო და საპრეზენტაციო მასალების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** უცხო ენები (ინგლისური, რუსული-სასურველი)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office)

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნება
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |