jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროდუქციის მიმთვლელი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s.

გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მიმთვლელის პოზიციაზე ცენტრალურ საწყობში შემდეგ ლოკაციებზე: დიდი დიღომი, პეტრე იბერის 13.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მისათვლელი პროდუქციის დროულად, დადგენილი პროცედურების მიხედვით უშეცდომოდ მითვლა;
** პორტატული ხელის კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით მასზე დაკისრებული საქმიანობის განხორციელება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა.
** დაკვირვების უნარი

კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის ბენეფიტებს:

** სატრანსპორტო მომსახურებას სარაჯიშვილის მეტროდან
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვების დაფინანსებას

თუ გსურს შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 15 50 ან გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |