jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დიასახლისის დამხმარე
მომწოდებელი: Tourinvest Group
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

"Tourinvest Group" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის დამხმარეს პოზიციაზე.

Tourinvest Group 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 600-მდე ადამიანია დასაქმებული. ჩვენ გუნდი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. გუნდი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინოთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება, საერთო სივრცეების, კორიდორების, კიბეების დასუფთავება;
** ლობის და ლიფტების დასუფთავება;
** სველი წერტილების დასუფთავება;
** სართულებზე არსებული ნაგვის შეგროვება და ნაგვის ურნაში გადაყრა;
** სანაგვე ბუნკერების დასუფთავება;
** ფანჯრების და შუშების წმენდა;
** დამლაგებლების ტროლების შევსება შესაბამისი ნივთებით და ინვენტარით;
** ჭუჭყიანი თეთრეულის შეგროვება, შესაბამისი გადათვლა და სამრეცხაოში გაგზავნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№40/ქ. ბათუმი დუმბაძის ქ.№2
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ვაკანსიის რაოდენობა: ერთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
** კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: განაცხადის ფორმა ან დაგვიკავშირდით +995 595436009
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება დიასახლისის დამხმარე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |