jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ავიაბილეთების ოპერატორი
მომწოდებელი: ამბასადორი თრეველი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას, ავიაბილეთების ოპერატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ავია ბილეთების დაჯავშნა, სისტემაში რეზერვაციის ასახვა, გაუქმება, საჭიროების შემთხვევაში ავიაკომპანიებთან კომუნიკაცია;
** სატელეფონო, ელფოსტისა და სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა (ავია ბილეთების ტარიფებზე, განრიგებზე და სხვა საკითხებზე);

სავალდებულო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტურიზმის სფეროში;
** აუცილებელია Amadeus-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:

** სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს;
** სამუშაო საათებს გრაფიკით, რაც მოიცავს როგორც ოფისიდან ასევე დისტანციურად მუშაობას;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** "Amadeus - Advance-ticketing" სასერტიფიკატო ტრენინგს (არქონის შემთხვევაში);

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელსაც მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აქვთ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად, ელ.ფოსტაზე: info@ambassadori.travel.

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ ავიაბილეთების გაყიდვების სპეციალისტი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |